ლაპორტა მბაპეზე: „ჩვენ არასდროს შევიძენთ მას, რადგან...“
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კილიან მბაპესთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
„ჩვენ არასდროს ვიფიქრებთ ისეთი ფეხბურთელის შეძენაზე, რომელიც ანაზღაურების სახით 50 მლნ. ევროს განიხილავს. ზოგიერთი მოთამაშე ბევრს ითხოვს და საერთო ჯამში ვერ იგებენ ჩემპიონთა ლიგაზე“ - დასძინა ლაპორტამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ვარსკვლავის ყოველწლიური ჰონორარი „რეალის“ წევრის რანგში 30 მლნ. იქნება.
ცნობისათვის, „ბარსადან“ წასვლამდე, ლეო მესის 35 მილიონს უხდიდნენ.
- 18 მაი 2022
- 4 059
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.