რას აპირებს რაული?
ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, „რეალ მადრიდ კასტილიას“ საპლეიოფო ზონაში მოხვედრის შანსი, ფაქტობრივად, არეარეალურია.
მიუხედავად არცთუ ისე წარმატებული სეზონისა, სამეფო კლუბში კმაყოფილნი არიან რაულ გონსალესის მოღვაწეობით. ცხადია, ხელმძვანელობის სურვილია, რომ ლეგენდარულმა „შვიდიანმა“ სამომავლოდაც გააგრძელოს მოვალეობის შესრულება. ამ ეტაპზე არც „ელ კაპიტანოს“ აქვს სხვა გეგმები: „ვიმედოვნებ, შემადგენლობის ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას მოვახერხებთ, თუმცა, ბუნებრივია, რამდენიმე მოთამაშე დაგვტოვებს. ბევრ რამ პირველ გუნდზეც იქნება დამოკიდებული. აქ მუშაობით კმაყოფილი ვარ და ბედნიერად ვგრძნობ თავს. რა თქმა უნდა, 100 პროცენტით არაფერია გარანტირებული, თუმცა ჩემი სურვილია მომავალ სეზონშიც „კასტილიას“ დარიგება“ - აღნიშნა რაულმა.
- 18 მაი 2022
- 1 079
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.