ანჩელოტიმ ახალი მეკარე აირჩია?
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი ტიბო კურტუას დუბლიორს ეძებს...
ანდრეი ლუნინის იჯარით გაშვება ფაქტობრივად გადაწყვეტილია, აქედან გამომდინარე, „ბლანკოსს“ კურტუას შემცვლელი ესაჭიროება.
გამოცდილი დავიდ ოსპინა ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და საჯარო გამოსვლებშიც არ მალავს „მერენგებში“ გადასვლის სურვილს.
თავის მხრივ, კარლო ანჩელოტის ოსპინას დამატების ვარიანტი ხიბლავს და მასზე არჩევანის გაკეთებას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
კოლუმბიელ კარის დარაჯთან შეთანხმების შემთხვევაში, ოსპინა 1 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
- 17 მაი 2022
- 7 291
- 10