„რეალი“ პატივს სცემს კროოსის გადაწყვეტილებას
მადრიდის „რეალი“ თავიდან ბოლომდე გაიზიარებს ტონი კროოსის გადაწყვეტილებას და ფეხბურთელის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას დაელოდება...
გერმანელ ფეხბურთელს „მერენგებთან“ მიმდინარე ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ტონის კარიერის დასრულება სურს, რომ თანამშრომლობის 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივასაც განიხილავს.
იმ შემთხვევაში, თუ კროოსი კარიერის დასრულების თარიღს გადაწევს, ფლორენტინო პერესი მზად არის, ფეხბურთელთან თანამშრომლობა 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივოს და ფინანსური თვალსაზრისით იდენტური პირობები დატოვოს.
როგორც ვხედავთ, ჯერი თავად ფეხბურთელზეა.
- 17 მაი 2022
- 2 038
- 8