კილიან მბაპე „რეალის“ ფეხბურთელია - შეთანხმება საიმიჯო უფლებების 75%-ზე მოხდა!
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და „ბლანკოსსა“ და ფრანგ ფეხბურთელს შორის საიმიჯო უფლებების პროცენტული წილიც გადანაწილდა...
კილიანი საიმიჯო უფლებების 75%-ს დაიტოვებს, ხოლო 25% „რეალის“ განკარგულებაში იქნება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი კლუბის ისტორიას არ ახსოვს.
ამასთან ერთად, კილიანს მიენიჭება უფლება, კონკრეტული კომპანიების რეკლამირებაზე უარი განაცხადოს, თუ ეს არ დააზიანებს სამეფო კლუბის ინტერესს.
ესპანელების ცნობით, სატრანსფერო შეთანხმების დახურვის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.
მბაპე განცხადების გასაკეთებლად ემზადება!
- 16 მაი 2022
- 6 655
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.