მომავლის მადრიდისტები - მბაპე, რუდიგერი და ჩუამენი!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ანტონიო რუდიგერისა და კილიან მბაპეს ტრანსფერებზე მუშაობა დაასრულა...
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ახლა ფლორენტინო პერესი სრულ ყურადღებას მიმართავს ორელიენ ჩუამენის გამადრიდელებაზე, რათა ნახევარდაცვის ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერება შეძლოს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა „ბლანკოსისთვის“ ყველაზე ნაყოფიერი იქნება და მომდევნო სეზონს კარლო ანჩელოტი ბევრად დიდი რესურსით შეხვდება.
არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალი“ ორელიენის სანაცვლოდ 62 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა.
- 16 მაი 2022
- 1 349
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.