ლატასას დებიუტი პირველ გუნდში
ხუან მიგელ ლატასამ „რეალის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ის „კადისის“ წინააღმდეგ 82-ე წუთზე ჩაერთო საქმეში. ახალგაზრდა თავდამსხმელი (21) 2016 წლიდან ირიცხება „ბლანკოსის“ აკადემიაში.
„ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის დღე, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი. ეს იყო საკმაოდ რთული და გრძელი გზა. მინდა მადლიერება გამოვხატო მშობლების მიმართ. ისინი ჩემს გვერდით იყვნენ ძალიან ბევრ ვარჯიშსა და თამაშზე. ნაბიჯ-ნაბიჯ პროფესიული ზრდა განვიცადე და დებიუტის საშუალებაც მომეცა.“
„ანჩელოტიმ მითხრა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ისე მეთამაშა, როგორც ვიცოდი. ეს ნამდვილად ოცნების ახდენაა. ჯერ შენ გიწევს ბავშვობის კუმირებთან ერთად ვარჯიში, ხოლო შემდეგ მათ გვერდით ასპარეზობა. უბედნიერესი და ამაყი ვარ. ყველას მოვაწერინებ ხელს ამ მაისურზე და შემდეგ სახლში წავიღებ.“
- 16 მაი 2022
- 566
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.