როდრიგო:„საკუთარი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ“
როდრიგო გოეშმა „კადისთან“ მატჩში მოედანზე 65 წუთი გაატარა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო...
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდის დახმარება შევძელი. საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ მარცხენა ფლანგზე ასპარეზობის დროს გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შემიძლია.“
„მარიანოსთვის ბურთის მიცემამდე რამდენიმე ფეხბურთელს გავცდი და ვცდილობდი, რომ ტექნიკური მახასიათებლები ბოლომდე გამომეყენებინა.“
„ჩვენ ვაგრძელებთ გაუმჯობესებას და ვარჯიშებზე ბევრი ტაქტიკური ასპექტის დახვეწას. ანჩელოტის არ სჭირდება რჩევების მიცემა, ის 28 მაისს საუკეთესო შემადგენლობას გამოიყვანს მოედანზე.“
„ყველაზე კომფორტული პოზიცია ჩემთვის რა თქმა უნდა მარცხენა ფლანგია, თუმცა ამ სეზონში მარჯვნივ ბევრჯერ მომიწია თამაში და ბევრი რამ გავაუმჯობესე, ასევე შემიძლია ცენტრში ყოფნა და გოლზე ფიქრი.“
„იმისთვის, რომ პროგრესი აჩვენო და არ გაჩერდე, ყოველთვის ბევრი ვარჯიში და მუშაობა გმართებს.“
- 16 მაი 2022
- 797
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.