20 წელი ისტორიული ფინალიდან!
დღეს, 15 მაისს 20 წელი გავიდა ისტორიული ფინალიდან, რომელიც „ლევერკუზენსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გაიმართა. დიახ 20 წელი გავიდა ლეგენდარული გოლიდან, რომელიც ზინედინ ზიდანმა გაიტანა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში დაუვიწყარი მომენტი ჩაწერა...
გლაზგოში გამართულ ფინალში პირველი გოლი მე-9 წუთზე რაულ გონსალესმა გაიტანა, მე-14 წუთზე კი ლუსიომ წონასწორობის აღდგენა შეძლო.
ზინედინ ზიდანის ლეგენდარული გოლი კი 44-ე წუთზე გავიდა, რომელიც გამარჯვების ბურთი აღმოჩნდა.
„რეალის“ შემადგენლობა 2022 წლის 15 მაისს ასე გამოიყურებოდა - სეზარ სანჩესი (68წთ), მიჩელ სალგადო, ფერნანდო იერო, ელგერა, კარლოსი, ფიგუ (მაკმანამანი 61წთ), მაკელელე (ფლავიო 73წთ), სოლარი, ზიდანი, რაული, მორიენტესი
დაპირისპირების მთავარი მსაჯი ურს მეიერი იყო.
- 15 მაი 2022
- 363
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.