„ლივერპულმა“ FA თასი მოიგო, სალაჰი ტრავმირებულია
იურგენ კლოპის შეგირდებმა FA თასი მოიგეს.
ფინალურ დაპირისპირებაში „ლივერპული“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა. 120 წუთის განმავლობაში გუნდებმა გოგლის გატანა ვერ მოახერხეს და გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა. საფეხბურთო ლატარეაში „წითლებმა“ 6-5 აჯობეს მეტოქეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 33-ე წუთზე, გერმანელ მწვრთნელს მო სალაჰის შეცვლა მოუწია. ამ უკანასკნელმა დაზიანება მიიღო და მის ნაცვლად დიეგო ჟოტა ჩაერთო საქმეში. არსებული მომენტისათვის უცნობია მისი ტრავმის ხარისხი.
„ლივერპულის“ შემადგენლობა განვლილ პაექრობაში: ალისონი, ალეიქსანდრ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი (მატიპი 91'), რობერტსონი (ციმიკასი 111'), კეიტა (მილნერი 74'), ჰენდერსონი, ტიაგო, სალაჰი (ჟოტა 33'), მანე და დიაში (ფირმინო 98').
ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მერსისაიდელებსა“ და „რეალს“ შორის 28 მაისს გაიმართება.
- 14 მაი 2022
- 4 252
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.