მარიანოს ყოფილი გუნდი უხმობს
კარლო ანჩელოტი დომენიკელ თავდამსხმელს შემდეგი სეზონის შემადგენლობაში არ მოიაზრებს.
მართალია, მარიანო დიასს 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს დაკავშირებული მომავალი „რეალთან,“ თუმცა მას ზაფხულში მოუწევს დედაქალაქური გრანდის დატოვება.
ფეხბურთელის შესაძლებლობებით არა ერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული. ჟურნალისტ ეკრემ კონურის ინფორმაციით, მარიანოს დაბრუნების სურვილს „ლიონიც“ გამოთქვამს. ფრანგული გუნდის შემადგენლობაში მას 48 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 21 გოლსა და 6 ასისტს მოითვლის.
„ბლანკოსი“ იმედოვნებს, რომ დიასის გასხვისებით 5-6 მლნ. ევროს გამომუშავებას შეძლებს.
- 14 მაი 2022
- 800
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.