ფაბრიციო რომანო მოდრიჩზე: „ეს მხოლოდ დროის საკითხია“
იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „რეალმა“ და ხორვატმა ნახევარმცველმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით და ხელმოწერის ცერემონია მხოლოდ დროის საკითხია.
„ოქროს ბურთის“ მფლობელს რამდენიმე კვირაში ეწურება მოქმედი კონტრაქტი მადრიდულ გრანდთან. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ის კიდევ 1 წლით დარჩება ესპანეთის დედაქალაქში.
მოდრიჩი, რომელსაც შემოდგომაზე 37 წელი შეუსრულდება, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშის სტატუსს მოირგებს. მის წინ მხოლოდ ალფრედო დი სტეფანო, დუდეკი, პაკო ბუიო და ფერენც პუშკაში იქნებიან.
- 14 მაი 2022
- 844
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.