„პსჟ“-ს შიშები - მბაპე განცხადებისთვის ემზადება?
როგორც ჩანს, ახალგაზრდა ვარსკვლავთან დაკავშირებული საგა დასასრულს უახლოვდება.
15 მაისს, კილიან მბაპე პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული გაერთიანების გალა ცერემონიას დაესწრება, სადაც მას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფრანგ მოთამაშედ დაასახელებენ. პარიზულ გრანდში შიშობენ, რომ ფეხბურთელი სწორედ აღნიშნულ ღონისძიებას გამოიყენებს თავის სამომავლო გეგმების შესახებ განცხადების გასაკეთებლად.
UNFP-ის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე „პსჟ“ წარმოდგენილი არ იქნება, ვინაიდან კლუბი ყატარში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს სარეკლამო კამპანიაში, რომელიც წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, სწორედ UNFP-ის ცერემონიიდან გააკეთა მბაპემ მიმართვა, რომელიც დიდად არ ესიამოვნათ დედაქალაქში: „ვფიქრობ, დროა უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებისა. შესაძლებელია, პარიზში ვიქნები ბედნიერი, ან სადმე სხვაგან, ახალ პროექტში. ამის თქმა მინდოდა.“
ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.
- 14 მაი 2022
- 1 882
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.