ვინი და მილიტაო - განახლებები გზაშია
ბრაზილიელები ანჩელოტის ფორმაციის „რეალში“ საკვანძო ფიგურებად გვევლინებიან.
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბი ვინისიუსთან და მილიტაოსთან მოლაპარაკებებს დაიწყებს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. მათ მოქმედი ხელშეკრულებები, შესაბამისად 2024 და 2025 წელს ეწურებად, თუმცა საქმე იმაშია, რომ ყოველწლიური ანაზღაურების თვალსაზრისით, მხოლოდ ვალეხოსა და ლუნინზე მეტს გამოიმუშავებენ.
„რეალი“ თავის შეგირდებს განახლებულ ხელშეკრულებებს შეთავაზებს, სათანადო პირობებით და გამოსასყიდ თანხასაც მნიშვნელოვნად გაზრდის, რათა სამომავლოდ სხვა კლუბების მიერ არ მოხდეს რომელიმეს გადაბირება.
არსებული მომენტისათვის, ვინიცა და ედერიც ყველაზე მეტ სათამაშო წუთს მოითვლიან თანაგუნდელებს შორის.
- 14 მაი 2022
- 601
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.