პირველი ვარჯიში „კადისთან“ მატჩამდე
„ლევანტეს“ გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, ანჩელოტის შეგირდებმა „კადისთან“ მატჩზე დაიწყეს ფიქრი.
განვილ სესიაზე „ღამურებთან“ სასტარტო შემადგენლობაში მოასპარეზე ფეხბურთელებმა ჯერ მოედანზე ირბინეს, ხოლო შემდეგ სატრენაჟორო დარბაზში აღდგენითი სავარჯიშოები შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელებთან ერთად, სრული დატვირთვით იმუშავეს კარვახალმა, აზარმა და ასენსიომ. სებალიოსი, ალაბა და ბეილი კი ინდივიდუალური პროგრამით გაისარჯნენ.
რაც შეეხება იოვიჩს, ის დახურულ კარს მიღმა დარჩა.
„კადისისა“ და „რეალის“ თამაში 15 მაისს, 21:30 საათზე აიღებს სტარტს.
- 13 მაი 2022
- 507
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.