„რეალის“ სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელების ანგარიშზე ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 79 გოლი ირიცხება. ამ მაჩვენებლით „მერენგებმა“ შარშანდელი და შარშანწინდელი შედეგები მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს...

შარშან ზინედინ ზიდანის დამოძღვრილმა გუნდმა ჯამში 67 გოლი გაიტანა და თითო მატჩი გატანილი გოლების კოეფიციენტი საკმაოდ დაბალი ჰქონდა. წლევანდელი სეზონის შედეგი 36-ე ტურის თავზე უკვე 12-ით აჭარბებს შარშანდელს, ხოლო 9-ით შარშანწინდელს, როდესაც გუნდს 70 ბურთიანი მაჩვენებელი ჰქონდა დაფიქსირებული.

„ბლანკოსს“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში თითო მატჩში საშუალო 2.2 გოლი გააქვს, შარშან და შარშანწინ კი ეს სტატისტიკა თითო დაპირისპირებაში 2 ბურთთანაც არც იყო მიახლოვებული. ფაქტია, რომ ანჩელოტის ფორმაციაში ფეხბურთელებმა გაცილებით მეტი გოლის გატანა დაიწყეს.

ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეტევაში მნიშვნელოვანი მომატება და პროგრესი არ ასახულა დაცვაზე. მიუხედავად სერხიო რამოსის და რაფაელ ვარანის წასვლისა, გუნდს ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 36 მატჩში მხოლოდ 30 ბურთი აქვს გაშვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტოქეები „ბლანკოსის“ კარის ბადეს თითო თამაშში 0.85-ჯერ არხევენ.

  • Hala
  • 13 მაი 2022
  • 773
  • 1

1

13 მაი 2022 10:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 307
ბევრად გაუმჯობესდა შედეგი, მაგრამ 79 გოლიც არ არის ის, რასაც რეალი წლების მანძილზე გვთავაზობდა.

შეტევაში კიდევ მოსამატებელი გვაქვს და ამისთვის მბაპე გვჭირდება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (249)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)