მოდრიჩის 3 ასისტი და დისკვალიფიკაცია

„ლევანტესთან“ მატჩის 75-ე წუთზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილმა პუბლიკამ დიდი ოვაციებით გააცილა მოედნიდან ლუკა მოდრიჩი.

ხორვატმა ნახევარმცველმა მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა. მაესტრომ, არც მეტი არც ნაკლები, 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. მან მენდის, როდრიგოსა და ვინისიუსს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში მსგავსი რამ არავის გაუკეთებია ესპანეთის ჩემპიონატში, ხოლო ბოლოს კი, 2020 წელს, ლეო მესიმ შეძლო ერთი მატჩის განმავლობაში 3 ასისტის დაბევება.

სანამ ანჩელოტი ფეხბურთელის შეცვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, 69-ე წუთზე, ლუკამ ყვითელი ბარათი მიიღო ხელით თამაშის გამო. ეს გაფრთხილება მისთვის მე-5 გამოდგა და მომდევნო პაექრობის (კვირას „კადისის“ წინააღმდეგ) გამოტოვება მოუწევს.

მოდრიჩი მოედანს ლა ლიგის ბოლო ტურში დაუბრუნდება. „ოქროს ბურთის“ მფლობელს დაახლოებით 10 დღით მოუწევს უქმობა.


1

13 მაი 2022 12:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Daasvenet dziritadi

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (261)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)