ანჩელოტი: „ორივე ითამაშებს ჩ/ლიგის ფინალში“
კარლო ანჩელოტიმ „ლევანტესთან“ ჩატარებული მატჩი (6-0) შეაჯამა.
„სანამ კითხვებს ვუპასუხებ, აღვნიშნავ, რომ საკმაოდ სევდიანი დღე არის „ლევანტესათვის.“ მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მწვრთნელის, კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ. იმედია ისინი მალე დაბრუნდებიან პრიმერა დივიზიონში.“
„როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, ვინისიუსი და ბენზემა დღესაც ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ. ეს გუნდური მუშაობის შედეგია. ბრაზილიელსა და ფრანგს შორის საოცარი ურთიერთგაგება სუფევს, რაც დრომ მოიტანა.“
„გუნდი საკმაოდ კარგ კონდიციებშია და ჩვენი თვითშეფასებაც გაიზარდა. უკვე მოგებული გვაქვს ლა ლიგის ტიტული, თუმცა წინ რჩება გარკვეული გამოწვევა. საჭიროა ინტენსიურობის შენარჩუნება. განვლილ შეხვედრაში ფეხბურთელებმა დადებითი ნიშნები აჩვენეს, რაც თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა.“
„ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩვენი წყობა იქნება 4-3-3 და გადავალთ 4-4-2-ზე. ვფიქრობ, არ არსებობს განსაზღვრული სისტემა. საყრდენ ნახევარმცველზე ზეწოლის მიზნით, ეს „სიტის“ წინააღმდეგ მოვიმოქმედეთ, როდესაც დავიწყეთ 4-3-3-ით, ხოლო მოდრიჩის როდრის პერსონალურ მეურვედ გადაწევის შემდეგ, ჩვენი ტაქტიკა გახდა 4-4-1-1. იდეა დიდად არ იცვლება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გვინდა თავის დაცვა.“
„ლუნინი „კადისის“ წინააღმდეგ დაიცავს კარს, ხოლო კურტუა „ბეტისთან“ იდგება სასტარტო შემადგენლობაში.“
„საუკეთესო მწვრთნელი ევროპაში? მეტად რთულია აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, შეფასება სხვებმა უნდა გააკეთონ. ამ მომენტისათვის დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი კარიერით და იმედი მაქვს დიდხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. „რეალის“ წინაშე უზარმაზარი და რთული გამოწვევა დგას, თუმცა შეგვიძლია სასურველი შედეგის დადება. ბებერი კონტინენტის მასშტაბით არა ერთი კარგი დამრიგებელია.“
„ვალვერდე აჩვენებს თავის ხარისხს. მან ხშირად უნდა დაარტყას კარის მიმართულებით, როდესაც ამის შესაძლებლობა ექნება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს მისი ძლიერი მხარეა. მისი ფიზიკური თვისებები და ბურთთან დამოკიდებულება საკმაოდ უჩვეულოა ცენტრალური ნახევარმცველისათვის.“
„როდრიგო თუ ვალვერდე? ორივე მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის ფინალში.“
- 13 მაი 2022
- 6 031
- 4