ვინისიუსი: „ეს არის სირცხვილი“
ვინისიუსისათვის „ლევანტესთან“ ჩატარებული მატჩი განსაკუთრებული გამოდგა. მან მადრიდულ კარიერაში პირველად მოახერხა 3 გოლის გატანა.
„სირცხვილია, რომ „ლევანტეს“ დარი გუნდი ლა ლიგიდან ვარდება. ისინი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ. იმედია მალე დაბრუნდებიან.“
„კარიმი რაულს გაუტოლდა? არ ვიცი. ის ბევრ გოლს იტანს და იმედი მაქვს, ასეც გააგრძელებს.“
„ჩემი და ბენზემას კავშირი შესანიშნავია მთელი სეზონის განმავლობაში და ვიმედოვნებ იქამდე გაგრძელდება, სანამ კარიერას არ დაასრულებს. დარწმუნებული ვარ, „ცხრიანი“ „რეალის“ რიგებიდან გამოემშვიდობება დიდ ფეხბურთს. ის დიდებულად ასპარეზობს და „ოქრო ბურთის“ გამარჯვებული უნდა გახდეს.“
„ანჩელოტიმ მკითხა მსურდა თუ არა მოედნიდან გასვლა, მაგრამ მე სადებიუტო ჰეთ-თრიქის გაფორმებაზე ვფიქრობდი.“
„ბედნიერი ვარ. ასეთი წარმატებული სვლის შემდეგ, პირველად გავიტანე 3 გოლი. მადლობა თანაგუნდელებს, რომლებიც ყოველთვის მეხმარებიან. მწვრთნელა საშუალება მომცა თამაშში დავრჩენილიყავი და ოცნება ამესრულებინა. ძალიან მინდოდა ამის გაკეთება.“
- 13 მაი 2022
- 4 373
- 9