ბენზემა რაულს გაუთანაბრდა!
„რეალის“ ფრანგი თავდამსხმელისათვის „ღამურებთან“ დაპირისპირება ისტორიული გამოდგა.
კარიმ ბენზემამ მატჩის მე-19 წუთზე, ვინისიუსის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. აღნიშნული გოლით, რომელიც მისთვის 323 გამოდგა მადრიდულ კარიერაში, „ცხრიანი“ ლეგენდარულ რაულს გაუთანაბრდა და ახლა მასთან ერთად იყოფს კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-2 პოზიციას. დიდებული ფორვარდების წინ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუა. ამ უკანასკნელს 450-ჯერ ჰყავს დამწუხრებული მოწინააღმდეგე.
ფრანგ შემტევ 323 გოლის გასატანად 603 დაპირისპირება დასჭირდა, ხოლო ელ კაპიტანომ ანალოგიური შედეგი 741 მატჩის შემდეგ შეძლო.
ბენზემას შესანიშნავი შანსი ექნება, რამდენიმე დღეში, „კადისთან“ დაპირისპირებაში უკან მოიტოვოს ლეგენდარული „შვიდიანის“ მიღწევა.
„რეალის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეული:
1) რონალდუ - 450 გოლი;
2) რაული - 323;
3) ბენზემა - 323;
4) დი სტეფანო - 308;
5) სანტილიანა - 290;
6) პუშკაში - 242;
7) უგო სანჩესი - 208;
8) ხენტო - 182;
9) პირი - 172;
10) ბუტრაგენიო - 171.
- 13 მაი 2022
- 4 743
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.