ტებასი: „მბაპე არ გაახანგრძლივებს“
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა „რეალის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე გააკეთა კომენტარი.
„ვიმედოვნებ, რომ კილიანი სექტემბრამდე ჩაირიცხება სამეფო კლუბის რიგებში, რათა ახალ გუნდთან ერთად პრე სეზონის გავლაც მოასწროს.“
„ჩემი აზრით, ფრანგი ფეხბურთელი არ აპირებს „პსჟ“-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. მსგავსი კალიბრის სპორტსმენები ბოლო მომენტში არ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს.“
„ჰალანდი? ეს „რეალის“ არჩევანი იყო. ვგონებ, მიმდინარე ფორმაციის „ბლანკოსში“ ნორვეგიელის ადგილი არ მოიძებნება. მათ ჰყავთ ბენზემა, ვინისიუსი და სხვა მაღალი დონის მოთამაშეები. თუმცა კარგი იქნებოდა ერლინგის ხილვა პრიმერა დივიზიონში.“
- 12 მაი 2022
- 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.