„რეალის“ ობიექტივში „ახალი ბენზემა“ მოექცა
მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე „რეალის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება თავდამსხმელის შეძენა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კარიმ ბენზემას ადგილს დაიკავებს მოედანზე.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თვეში „სანტიაგო ბერნაბეუს“ დაემშვიდობებიან მარიანო დიასი და ლუკა იოვიჩი. ანჩელოტი მათი მუშაობით უკმაყოფილოა და შესაბამისად, ახალი სეზონისათვის არცერთს მოიაზრებს.
არსებული მომენტისათვის, კლუბის ობიექტივში მოექცა „ნიცას“ თავდამსხმელი ამინ გუირი. ეს უკანასკნელი მიმდინარე სეზონში 12 გოლსა და 9 ასისტს მოითვლის. 22 წლის ფორვარდს ხშირად ახალ ბენზემასაც კი ეძახიან საფრანგეთში. მისი სატრანსფერო ღირებულება 50-60 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება ერლინგ ჰოლანდს, ის „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს კარიერას და „ბლანკოსში“ მხოლოდ 2 წლის შემდეგ ეცდება მის გამოსყიდვას 150 მილიონ ევროდ.
- 12 მაი 2022
- 1 102
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.