დე ბრუინი: „ამის ახსნა შეუძლებელია“
როგორც ჩანს, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები ჯერ კიდევ ვერ ივიწყებენ „რეალთან“ წაგებულ დრამატულ თამაშს.
პრემიერ ლიგის განვლილ ტურში კევინ დე ბრუინმა პოკერი შეასრულა. მან „ვულვზთან“ ნამატჩევს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული შეხვედრა გაიხსენა.
„ამის ახსნა ძალიან რთული და ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩვენ არ ვასპარეზობდით ცუდად, თუმცა მეტოქე უბრალოდ გიჟური ბოლო 5 წუთი ჩაატარა.“
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა მოხდა. მე სათადარიგო სკამზე ვიყავი და დახმარება აღარ შემეძლო. ყველანი შოკირებულნი ვიყავით.“
„თითოელ ფეხბურთელს არასასიამოვნო გრძნობა დაგვეუფლა, მაგრამ საჭიროა წინ ყურება. ახლა დიდებული შანსი გვაქვს ინგლისის ჩემპიონობისა.“
- 12 მაი 2022
- 1 194
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.