პერესის გეგმა გაცხადდა
ის, რომ დონ ფლორენტინო შორსმჭვრეტელი ადამიანია, ამაში ბევრჯერ დარწმუნებულან მადრიდისტები.
რამდენიმე დღის წინ ერლინგ ჰოლანდისა და „მანჩესტერ სიტის“ მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაკეთდა, რაც საკმაოდ მშვიდად მიიღეს „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ გუნდის პრეზიდენტი მისთვის ერთ-ერთ ფავორიტ და პრიორიტეტულ მოთამაშეს დაემშვიდობა, ოღონდ დროებით.
როგორც ირკვევა, მსურველ გუნდს ნორვეგიელი გოლეადორის „ქალაქელებიდან“ გამოსყიდვა 2 სეზონის შემდეგ შეეძლება და მხოლოდ 150 მილიონ ევროც. აღნიშნული ფასი საკმაოდ მისაღებია ისეთი გრანდისათვის, როგორიც „რეალია.“
პერესის გეგმა კი იმაში მდგომარეობს, რომ 2024 წლის ზაფხულში, ის შეელევა კარიმ ბენზემას და 9 ნომრიან მაისურს სწორედ ჰოლანდს გადააბარებს. ფრანგ თავდამსხმელს მოქმედი კონტრაქტი გაისად ეწურება, თუმცა მას კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივებენ ესპანეთის დედაქალაქში ყოფნის ვადას და უკვე 36 წლის ასაკში, ღირსეულად გადააბარებს გუნდის ბომბარდირობაზე პასუხისმგებლობას ახალგაზრდა კოლეგას.
- 13 მაი 2022
- 1 961
- 4