ფაბინიო ჩ/ლიგის ფინალს გამოტოვებს?
იურგენ კლოპმა სამედიცინო შტაბისაგან არცთუ ისე სასიამოვნო ინფორმაცია მიიღო.
ფაბინიოს დაზიანება, რომელიც ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღის წინ „ასტონ ვილასთან“ მატჩის მიმდინარეობისას მიიღო, იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ფეხბურთელს ბარძაყის ძვლის ტრავმა აწუხებს და ამ მომენტისათვის მისი მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის ფინალში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი დანამდვილებით გამოტოვებს „ფა“ თასის ფინალსა და პრემიერ ლიგის დარჩენილ 2 ტურს, ხოლო მოასწრებს თუ არა 28 მაისამდე მწყობრში ჩადგომას, მხოლოდ და მხოლოდ გამოჯანმრთელების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.
ფაბინიო გერმანელი მწვრთნელის ფორმაციის „ლივერპულის“ ერთ-ერთ წამყვან წევრად ითვლება. ცხადია, მისი ლაზარეთში ყოფნა დიდი პრობლემაა გუნდისათვის.
- 12 მაი 2022
- 808
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.