2 ახალგაზრდა ფეხბურთელი „რეალის“ რადარზე

რა თქმა უნდა, „რეალის“ სატრანსფერო აქტივობა მხოლოდ კილიან მბაპეს ირგვლივ არ ვითარდება.

AS-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბი ზაფხულში „კასტილიის“ გაძლიერებას გეგმავს და არსებული მომენტისათვის, 2 ნიჭიერ თავდამსხმელზე უჭირავს თვალი. საუბარი ლორენ სუნიიგასა და ნოელ ლოპერსზე, რომლებიც ესპანეთის 19 წლამდელთან ნაკრების წევრები არიან.

ლორენი „მალაგას“ ღირსებას იცავს და ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელად ითვლება. მას 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს დაკავშირებული მომავალი მოქმედ გუნდთან. 19 წლის მოთამაშის შესაძლებლობებით ისეთი კლუბებია დაინტერესებულნი, როგორებიც არიან „ბორუსია“ და „იუვენტუსი.“ თავად სუნიიგასსც უნდა მალაგას დატოვება და დედაქალაქში გადაბარგება.

ნოელიც ასევე 19 წლისაა და „დეპორტივოში“ ირიცხება. „ბლანკოსის“ წარმომადგენლები მასთან უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ფეხბურთელს უკვე გაისად ეწურება ლა კორუნიაში ყოფნის ვადა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ლოპესი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ იმყოფებოდა. ის მადრიდელების მოწვევით ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟ“-სთან საპასუხო შეხვედრას დაესწრო და დიდებული წარმოდგენის მხილველიც გახდა. „თეთრების“ პარალელურად, „ატლეტიკოც“ გამოთქვამს თავდამსხმელის დამატების სურვილს.

სუნიიგა და ლოპესი რაულის განკარგულებაში იქნებიან და გუდიონსენისა და ლატასას ადგილებს დაიკავებენ. ეს უკანასკნელები სეზონის დასრულების შემდეგ „კასტილიას“ რიგებს დატოვებენ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)