მბაპე და მისი ოცნება
ისინი მეუბნებიან რომ კილიან მბაპეს ეჭვი ეპარება, თუმცა კითხვების დასმის წყალობით მივედი დასკვნამდე, ეს არის შიში იმ დიდი ნახტომისა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ფეხბურთის ისტორია.
ფრანგი ბავშვობიდან ოცნებობს „რეალში“ ასპარეზობაზე და ეს ყველაფერი შესანიშნავად ახსნა კომიქსების წიგნში. თუ ყველაფერი ასეა, მაშ, რა არის პრობლემა? მასზე მიმდინარე ზეწოლა.
როგორც ადრე „მარკამ“ გაუწყათ, კილიანმა და მისმა ოჯახმა სხვადასხვა პერიოდში ზარი მიიღეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან და ყატარიდან. ამასთანავე, მათ დაუკავშირდნენ ფეხბურთის ფედერაციიდანაც. აღნიშნულ ორგანიზაციასთან მოთამაშეს საკმაოდ უფერული ურთიერთობა აქვს.
არსებული ზეწოლის ფონზე, 23 წლის სპორტსმენს შიშები გაუჩნდა მისი ოჯახის, განსაკუთრებით კი ძმის გამო. ეთანი „პსჟ“-ს პირველ გუნდში დებიუტის ზღვარზეა. მბაპეებმა არა ერთგზის მოისმინეს პარიზული გრანდის შეთავაზებები, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს დამარწმუნებელი ფაქტები იმისა, რომ მადრიდი იქნება კილიანის შემდეგი დანიშნულების ადგილი.
აღნიშნული, მათ შორის მრავალი ნიუანსით, ძალიან მაგონებს ფიგუს სიტუაციას. ამ უკანასკნელს მოღალატის სტატუსი მიანიჭეს და საბოლოოდ აცრემლებული ჩავიდა ესპანეთის დედაქალაქში. ერთ-ერთი განსხვავება ისაა, რომ მბაპე ამას მხოლოდ 23 წლის ასაკში აკეთებს, მაგრამ ლუიშმა გადადგა ნაბიჯი და როგორც არა ერთხელ აღნიშნა, კი არ ნანობს, არამედ პირიქით.
პორტუგალიელმა მალევე გაანალიზა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საუკეთესოობა, ვინაიდან „რეალი“ უდავოდ სხვა განზომილებაა. ზიდანი, რონალდო, ბექემი, რონალდუ, ბენზემა, ბეილი, ყველანი ამ გზას მიჰყვებიან.
„ბლანკოსი“ მეტს ვერაფერს შეთავაზებს მას. მადრიდელებმა თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე, ისედაც ბევრი დათმეს, თუნდაც საიმიჯო უფლებების თვალსაზრისით. ახალგაზრდა ვარსკვლავმა ეს ყველაფერი კარგად იცის და პატივისცემით ეკიდება.
მბაპე ყოველთვის „რეალის“ მთავარი პრიორიტეტი იყო და როდესაც ის მწვანე შუქს აანთებს, „თეთრები“ ისტორიული პრეზენტაციის მზადების პროცესს დაიწყებენ. მათი სურვილია, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რეკორდული რაოდენობის ადამიანმა უცქიროს მსოფლიო ჩემპიონის პირველ ნაბიჯებს სამეფო კლუბში.
განვლილი წლების განმავლობაში „პსჟ“ წარუმატებლად ცდილობდა „რეალის“ დარი ლეგენდარული სტატუსის მოპოვებას. ამასობაში კი, გარდამავალმა „ბლანკოსმა“ ბოლო 3 წლის განმავლობაში ორჯერ მოიგო შიდა ჩემპიონატი. შარშან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალ სტადიაზე იასპარეზე, ხოლო წელს უშუალოდ ფინალურ პაექრობაში მიიღებს მონაწილეობას.
ეს არის ის, რაც ელის მბაპეს და ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გააკეთა აღნიშნული არჩევანი ფიგუმ და რატომ წავიდა თავის დროზე რისკზე ზინედინ ზიდანი, რომელიც „იუვენტუსიდან“ „რეალში“ გადაბარგდა.
როგორც ფლორენტინო პერესმა დასძინა, კილიანი მადრიდში სათამაშოდ დაიბადა. სწორედ ეს არის ფეხბურთელის ოცნება და ოცნებები სრულდება.
MARCA
- 12 მაი 2022
- 3 016
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.