ისკო მარსელოს: „რთულია ასეთი ფოტოს პოვნა“
როგორც იცით, დღეს სამეფო კლუბის კაპიტანი დაბადებიდან 34-ე იუბილეს აღნიშნავს და უამრავ თბილ სიტყვას იღებს, როგორც გულშემატკივრებისგან, ასევე თანაგუნდელებისგან.
ისკო ალარკონმა მეგობარს საინტერესოდ მიულოცა დაბადების დღე: „გილოცავ ლეგენდავ. ჩემთვის რთული აღმოჩნდა ისეთი ფოტოს პოვნა, სადაც ერთად ვიქნებოდით მოედანზე (სიცილის ემოციები).“
აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელს 30 ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტი „რეალთან.“ მალაგელის შემთხვევაში ყველაფერი ნათელია, ის კლუბიდან მიდის, ხოლო ბრაზილიელის მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. ამ უკანასკნელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სურს დარჩენა, თუმცა არსებული მომენტისათვის უცნობია კლუბის პოზიცია.
მიმდინარე სეზონში ისკომ 387 წუთი გაატარა საქმეში. ეს დრო პრიმერა დივიზიონსა და „კოპა დელ რეიზე“ ნაწილდება. ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგის მასშტაბით არ უასპარეზია. არადა, ტურნირის წინა 2 ფინალი ისკომ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.
- 12 მაი 2022
- 1 069
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.