მარსელო არის „რეალი“ - კაპიტანი 34 წლის გახდა

სამეფო კლუბის კაპიტანი იუბილარია, მას 34 წელი შეუსრულდა.

1988 წლის 12 მაისს დაბადებული მარსელოს დებიუტი „რეალის“ რიგებში 2007 წლის 7 იანვარს, „დეპორტივოს“ წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ ბრაზილიელი მარცხენა მცველი მე-16 სეზონს ატარებს ესპანეთის დედაქალაქში. მის აქტივშია 545 ჩატარებული მატჩი და 38 გატანილი გოლი.

ცოტა ხნის წინ, მარსელო „ბლანკოსის“ ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა. ახლახანს მოგებული პრიმერა დივიზიონის მისთვის 24-ე ოქროს მედალი გამოდგა თეთრი მაისურით.

მარსელოს 30 ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტი და ამ ეტაპისათვის უცნობია, განიხილავს თუ არა „რეალი“ მასთან თანამშრომლობის განახლებას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (182)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)