ვინ იქნება „რეალის“ ახალი საპატიო პრეზიდენტი?
პაკო ხენტოს გარდაცვალების შემდეგ, „რეალის“ საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტურია.
AS-ის ინფორმაციით, კლუბის მომდევნო გენერალურ ანსამბლეაზე, აღნიშნულ პოსტზე ლეგენდარულ ამანსიო ამაროს დაამტკიცებენ. 82 წლის ვეტერანი ფეხბურთელი 14 სეზონის განმავლობაში იცავდა „ბლანკოსის“ ღირსებას. მის აქტივშია 471 თამაში და 155 გოლი. ამასთანავე, 9-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, 3-ჯერ სამეფო თასის აღმართვა და 1 ტრიუმფი ჩემპიონთა თასზე. 1966 წელს, როდესაც ბრიუსელში გამართულ ფინალურ შეხვედრაში „თეთრები“ 1-0 მარცხდებოდბენ „პარტიზანთან,“ სწორედ ამანსიომ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ სერენამ გაიტანა გამარჯვების გოლი. ის რამდენიმე წლის მანძილზე სამწვრთნელო საქმიანობითაც იყო დაკავებული.
სწორედ ამანსიო ხელმღვანელობდა ღონისძიებას, სადაც ჩემპიონთა ლიგის მომავალი ფინალის ბილეთების გადანაწილება მოხდა „რეალის“ წევრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი როლი კლუბში საკმაოდ დიდია.
- 11 მაი 2022
- 1 211
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.