„უეფამ“ ჩ/ლიგის ფინალზე მსაჯი დანიშნა
„უეფამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რომელიც 28 მაისს გაიმართება, არბიტრი დანიშნა.
როგორც ცნობილი გახდა, „ლივერპულისა“ და „რეალის“ დაპირისპირებას კლემან ტურპენი იმსაჯებს. აღსანიშნავია, რომ 39 წლის ფრანგი რეფერი კარიერის განმავლობაში მეხუთედ გაუძღვება „რეალის“ მონაწილეობით შეხვედრას.
განვლილი 4 პაექრობა მადრიდელების გამარჯვებით დასრულდა: 4-0 „ლუდოგორეცთან,“ 0-2 „რომასთან,“ 3-2 „ინტერთან“ და 1-3 „ჩელსისთან“ (მიმდინარე სეზონში).
- 11 მაი 2022
- 1 259
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.