ჩეფერინი: „ფლორენტინო პერესს იმ შემთხვევაში შევხდები, თუ...“
„უეფას“ პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის კომენტარი.
„ფლორენტინო პერესთან შეხვედრა იმ შემთხვევაში მომიწევს, თუ ჩემპიონთა ლიგის თამაშზე დასასწრებად პარიზში ჩამოვა. ჩემი და მისი, როგორც ერთ-ერთი ფინალისტის, სავარძლები ახლოს იქნება ერთმანეთთან.“
„ყოველ წელს ერთი და იგივეს გამეორება მიწევს. შემოსავლების 93 პროცენტი მთლიანად კლუბებისკენაა მიმართული. თითოეული მონაწილე გუნდი 20 ათასს ბილეთს მიიღებს, ხოლო დანარჩენი სპონსორებს გადაეცემათ. კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავენ ტურნირის მხარდასაჭერად და კონტრაქტის მიხედვით ეკუთვნით ბილეთები. ისინი მათთვისა განკუთვნილი და არა ჩემთვის ან ჩემი სამეგობროსთვის.“
გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთების რაოდენობასთან დაკავშირებით „ლივერპულმა“ გამოთქვა უკმაყოფილება. ინგლისელები არასამართლიანად მიიჩნევენ, რომ 75 ათასიანი ტევადობის სტადიონზე, მხოლოდ 20 ათასი გულშემატკივარი ეყოლებათ.
- 11 მაი 2022
- 1 729
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.