კროოსი: „ჩვენ მათზე უკეთესად გამოვიყურებოდით“
ტონი კროოსი საკუთარი „პოდკასტის“ საშუალებით გამოეხმაურა „რეალის“ ბოლოდროინდელ მატჩებს.
„ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ იმაზე, განვლილი 3 დაპირისპირების დროს („პსჟ,“ „ჩელსი“ და „სიტი“), რომელი კლუბი იყო უკეთესო 180 წუთის განმავლობაში, მაგრამ „რეალი“ არასდროს ნებდება და სწორედ ამ თვისებით ვართ სხვებისგან გამორჩეულნი.“
„მანჩესტერელების გოლის შემდეგ ჩვენი შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა. ფაქტობრივად, ბოლო 5 წუთში გადავწყვიტე ყველაფერი. მეორე გოლის გატანისთანავე გავაანალიზეთ, რომ ყველაფერს ჩველს ხელთ იყო.“
„„რეალი“ „ქალაქელებზე“ უკეთესად გამოიყურებოდა. მათ შანსი ჰქონდათ 2 ბურთით დაწინაურებულიყვნენ და ფინალის საგზურიც მოეპოვებინათ, თუმცა ვერ გამოიყენეს. დიდებული კვირა გამოდგა, შეიძლება ითქვას, საუკეთესოც ჩემს მადრიდულ ცხოვრებაში.“ აღნიშნული ემოციური ფრაზის შემდეგ, ტონის ფელიქსმა (ძმა) ჰკითხა, ასე იმიტომ ხომ არ საუბრობდა, რომ კარიერის დასრულებას უახლოვდება, რაზეც პასუხად მიიღო: „შესაძლებელია. ამას ვერ უარვყოფ.“
ცნობისათვის, გერმანელ მსოფლიო ჩემპიონს 2023 წლის ზაფხულში ეწურება „ბლანკოსში“ ყოფნის ვადა.
- 11 მაი 2022
- 958
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.