ანჩელოტი: „მსგავსი რამ არცერთ კლუბში ხდება“

კარლო ანჩელოტიმ „ლევანტესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

„მომავალ პაექრობაში კარგად უნდა ვითამაშოთ. ჩვენი მიზანია რიტმის შენარჩუნება და გამარჯვების მოპოვება.“

„ჰალანდი „სიტიში?“ მსგავს თემებზე საუბარი არ მსურს. ერლინგი დიდებული ფეხბურთელია, რომელიც შესანიშნავ კლუბში გადაბარგდა. მე სიამოვნებას ვიღებ საკუთარი შეგირდებით, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მორიგ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.“

„რუდიგერი და მბაპე „რეალში?“ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სეზონის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ, ახლა სათანადო დრო არ არის.“

„სატრანსფერო საკითხებზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. მე მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე მინდა კომენტარის გაკეთება. მაგალითად, კურტუა, ვინისიუსი და ბენზემა დაგვიბრუნდნენ... “

„ვინის პოზიცია მბაპეს მოსვლის შემთხვევაში? ბრაზილიელი ფეხბურთელი კომფორტულად გრძნობს თავს მარცხენა ფრთაზე. მას ბურთის გარეშე თამაშის გაუმჯობესება მართებს. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი სისწრაფე.“

„არსებული ეტაპისათვის „ლივერპულთან“ შეხვედრაზე არ ვფიქრობთ. წინ „ლევანტესთან“ ორთაბრძოლა გვაქვს ჩასატარებელი, სადაც იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებმაც მადრიდული დერბი გამოტოვეს. კვირას კიდევ ერთ პაექრობა გველოდება. ვცდილობთ, შემადგენლობის ყველა წევრის მწყობრში ჩაყენებას და დიდი ალბათობით, ბოლო ტურისთვის ამას მივაღწევთ.“

„პინტუსი დიდი პროფესიონალია, რომელიც პატარა დეტალებსაც სათანადო ყურადღებას აქცევს. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისაც ამ სფეროში შევხვედრივარ. ანტონიოს მხრებზე უზარმაზი გამოცდილებაა მსგავსი ტიპის მატჩებისათვის ფეხბურთელების მომზადების ასპექტში. ჩვენ ფიზიკური და ტენიკურ-ტაქტიკური სამუშაოს ნაყოფიერი შერწყმა მოვახერხეთ. ის საკმაოდ თავმდაბალი ადამიანია და ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობა სუფევს.“

„მიმდინარე პრიმერა დივიზიონი ფანტასტიკური გამოდგა. გუნდმა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონობა. „რეალი“ სხვა კლუბებზე დამაჯერებელი და ეფექტური გამოდგა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2 გართულებას გადავაწყდით - თამაში „კორნელიაზე“ და „ელ კლასიკო.“ ჩვენს შედეგებს ვერავინ დააკნინებს.“

„როდრიგოს დრო სჭირდება. სამხრეთ ამერიკელს უდიდესი ტალანტი აქვს. ის მეტად ინტელექტუალი და თავმდაბალი ადამიანია. განვლილი პერიოდის განმავლობაში მან პროგრესი განიცადა და არა ერთ შეხვედრაში შეიტანა გარდატეხა. მას მხოლოდ მოთმინება მართებს. გაგვიმართლა, რომ როდრიგოს დარი მოთამაშე ირიცხება კოლექტივში.“

„თუ შენ დაკარგავ კონკურენტუნარიანობას, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩვენი მიზანია ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები ვმართოთ, რათა ფინალისათვის ყველა 100 პროცენტით მზადყოფნაში იყოს. სწორედ ამიტომ შევიტანე ცვლილებები მადრიდულ დერბიში და მსგავსი სურათი იქნება ვალენსიელებთანაც. ადრე ამბობდნენ, რომ როტაციას არ მივმართავ, ხოლო ახლა პირიქით, არაავინაა ამით კმაყოფილი. ყველამ უნდა მიიღოს სათამაშო წუთები და ამისათვის სათანადო დროა.“

„„ლივერპულის“ ბოლო შეხვედრას მივადევნე თვალი და გარკვეული ანალიზიც გავაკეთე. ამ გუნდს კარგად ვიცნობ. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, არა ერთხელ მომიწია მათთან შერკინება.“

„ადვილი სეზონი? ეს ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობის დამსახურებაა. ჩემთვის პრობლემა არავის შეუქმნია. ადრე გარკვეული გართულებები არსებობდა, თუმცა ეს გასახდელი განსხვავდება. გარკვეულ ფეხბურთელებს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვთ მოგებული ვუთხარი, რომ მათ დასვენებას ვაპირებდი და პასუხად მივიღე - „არ არის პრობლემა.“ მსგავსი რამ არსად ხდება.“

„თავდაპირველად „რეალს“ არავინ მოიაზრებდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და სწორედ ამ ფაქტმა დამატებითი ენთუზიაზმი შეიტანა გულშემატკივრებში.“


1

11 მაი 2022 16:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ან პირდაპირ გადმოვიდეს მბაპე, ზედმეტი წუწუნის გარეშე, ან სახვერწარი და სანანებელი გაუხადონ მადრიდში თამაში. მოკლედ, ვინის და როდრიგოს იმედი მაქვს. მაგათი პროგრესი ჯერ არ დასრულებულა

2

11 მაი 2022 16:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 551
ჩემპიონთა ლოგის ამ ახალ ფორმატს მინდა ჩავწვდე, ვკითხულობ და ვიღლები იმენა მერევა ყველაფერი ვერაფერს ვიგებ. გადახლართული ტრაკი*ან გამომძრობილო ფორმატია, აბსპლიტურად არეული და ჩახლართული, რომელოც არის გათვლილი უფრო მეტ ფულზე და არა იმაზე რო უფრო მეტმა გუნდმა მიიღოს მონაწილეობა როგორც ახვარი კორუმპირებული ჩეფერინი ამბობს.

პს: "მე სიამოვნებას ვიღებ საკუთარი შეგირდებით, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მორიფ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.“ ბოლოს ძალიან სწორი თქვა კარლომ, სულ არ გვწირდება ჰალანდი და მბაპე და ასეთები რომ ლიგის ფინალსი გავიდეთ და მაგაზე დიდი მიღწევა საკლუბო დონეზე არაფერია. სხვები 700 მილონს ხარჯავენ და ჩვენ ტრა*კით გამოციდლებით და გუნდურობით მივდივართ მაგ შედეგამდე, ეს ყველაფერი ჩააქსოვა მაგ სიტყვებში. მიყვარხარ პაპააააა ❤❤ მარა რო არ მოვიდეს მბაპე მე პირადად გავგიჟდები იმიტორო ძაან მევასება და ისედაც მაგრად წაგვადგება.

3

11 მაი 2022 16:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ანჩელოტიმ ვინის ფლანგი არ შეეცვლებაო და მბაპემ სად უნდა ითამაშოს აბა?

4

11 მაი 2022 16:28

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9 544
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: LUCA MODRIC
ანჩელოტიმ ვინის ფლანგი არ შეეცვლებაო და მბაპემ სად უნდა ითამაშოს აბა?


აბა რას იტყოდა ეხლა? ვინის ფრთა შეიცვლებაო? ))))
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

5

11 მაი 2022 16:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 551
ისე კი ვილაპარაკე არ გვაწყობს რონალდუ თქო მარა იმდენად დიდი წვლილი აქვს იმ წარმატებაში და ხოგადად რეალისთვის იმდენად დიდი დამსახურება აქვს რო რო დავარბუნოთ და ვუშველოთ კაი იქნება. 2 სეზონით რა 1+1 კონტრაქტი და დაბალი ხელფასი. სადმე ჩავსვამთ სასტარტოშიც. წინ მთავარ ფორვარდად რონალდუ და უკან სამი კაცი მბაპე ბენზემა ვინი, 4-2-3-1 ანუ.

6

11 მაი 2022 16:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
მუდმივი როტაცია იქნება მატჩისას, ისედაც იშვიათად აქვს გამოქვეყნებულ ტაქტიკებს მნიშვნელობა, მთავარი ფეხბურთელის დავალებებია. ასე რო მაგაზე არ მოგვიწევს ტვინის გლეჯვა მომავალში. მთავარია ფეხბურთელმა სწორად გაიგოს რა ევალება და 9-0-1 იქნება თუ 1-0-9 ოფიციალურ ტაქტიკად უმნიშვნელოა. სამეული იქნება ვინი ბენზემა მბაპე და იტრიალებენ

ისე, თუ მაინც ვერ მოედგა თავი მბაპეს ტრანსფერს, ჟეზუსს სიამოვნებით ვიყოლიებდი გუნდში

7

11 მაი 2022 16:34

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9 544
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: WhiteHeart
ისე კი ვილაპარაკე არ გვაწყობს რონალდუ თქო მარა იმდენად დიდი წვლილი აქვს იმ წარმატებაში და ხოგადად რეალისთვის იმდენად დიდი დამსახურება აქვს რო რო დავარბუნოთ და ვუშველოთ კაი იქნება. 2 სეზონით რა 1+1 კონტრაქტი და დაბალი ხელფასი. სადმე ჩავსვამთ სასტარტოშიც. წინ მთავარ ფორვარდად რონალდუ და უკან სამი კაცი მბაპე ბენზემა ვინი, 4-2-3-1 ანუ.


რონალდუს დაბრუნება გამორიცხული თემაა. ჯერ ერთი მაგას ახლა გარანტირებულად სათადარიგოზე ვერ დასვამ და მეორე ამ დალაგებულ კლუბში, 37 რონალდუს ადგილია რაა ნამდვილად... თავის დროზე ეფიქრა, სად მიდიოდა... კრ უკვე წარსულია
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

8

11 მაი 2022 16:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ციტატა: Federico_Valverde
ციტატა: LUCA MODRIC
ანჩელოტიმ ვინის ფლანგი არ შეეცვლებაო და მბაპემ სად უნდა ითამაშოს აბა?


აბა რას იტყოდა ეხლა? ვინის ფრთა შეიცვლებაო? ))))

ანუ შენ ფიქრონ რომ მბაპეს მოსვლის შემთხვევაში მბაპე გადავა მარჯვნივ?

9

11 მაი 2022 16:43

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9 544
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: LUCA MODRIC
ციტატა: Federico_Valverde
ციტატა: LUCA MODRIC
ანჩელოტიმ ვინის ფლანგი არ შეეცვლებაო და მბაპემ სად უნდა ითამაშოს აბა?


აბა რას იტყოდა ეხლა? ვინის ფრთა შეიცვლებაო? ))))

ანუ შენ ფიქრონ რომ მბაპეს მოსვლის შემთხვევაში მბაპე გადავა მარჯვნივ?
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

10

11 მაი 2022 16:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
რაღაცნაირაც ვიღაც მიდგეს და ლაიქების ფუნქცია დაამატოს კომენტარებს

11

11 მაი 2022 17:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისე რონი თუ კარიერის დასრულებაზე ფიქრობს 1 წელში კარგი იქნებოდა რომ გადმოვიდეს.ხანდახან შეცვლიდა ბენზოს და ღირსეულად გააცილებდნენ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (231)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)