დასკვნითი ვარჯიში „ლევანტესთან“ მატჩამდე

ანჩელოტის შეგირდებმა „ლევანტესთან“ მატჩისათვის მზადების პროცესი დაასრულეს.

განვლილი სესია აპლოდისმენტები დაიწყო. თანაგუნდელებმა დაბადების დღე მიულოცეს ტიბო კურტუას, რომელსაც 30 წელი შეუსრულდა. გუშინ, ბელგიელი კიპერი გასტროენტერიტის გამო უქმობდა, ხოლო დღეს კი თავი არ დაუზოგავს.

ძირითად ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშიათ ისკოს, ასენსიოს, ბეილსა, კარვახალს, ალაბასა და სებალიოსს.

მარსელომ და აზარმა სრული დატვირთვით იმუშავეს, თუმცა მათი მონაწილეობა ხვალინდელ დაპირისპირებაში მოსალოდნელი არ არის.

ანჩელოტიმ პირველი შემადგენლობის წევრების გვერდით თავის გამოჩენის საშუალება მისცა შემდეგ კასტილიელებს: ფუიდიასი, ვინისიუს ტობიასი, რეტუერტა, მარიო ხილა, ივან მორანტე და პეტერ ფედერიკო.

„რეალისა“ და „ლევანტეს“ პაექრობა 12 მაისს, 23:30 საათზე აიღებს სტარტს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (231)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)