ბენზემას საქმე - პოლიციამ ქურდი დააკავა
სამართალდამცველებმა კარიმ ბენზემას სახლის გაქურდვის საქმე გამოიძიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი პოლიციისა და „ინტერპოლის“ ერთობლივი ღონისძიების შედეგად, დაკავებულია პირი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის 27 თებერვალს, „ელ კლასიკოს“ მიმდინარეობის დროს, ფრანგი ფეხბურთელის საცხოვრებელი ადგილიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარა.
ალფრედ პროდანი ალბანეთის მკვიდრია, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი რეგიონის წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მას ასევე ბრალად ედება ესპანეთის მასშტაბით კიდევ 40 მსგავსი დანაშაულის ჩადენა.
აღსანიშნავია, რომ ბენზემას სახლში 2022 წლის იანვარშიც შეაღრიეს ბოროტმოქმედებმა, მაშინ, როდესაც „ცხრიანი“ „ელჩეს“ წინააღმდეგ ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა იქაურობა ცარიელი დახვდათ.
- 11 მაი 2022
- 980
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.