მიგელი დაგეგმილზე ადრე ბრუნდება
ახალაგზრდა მოთამაშე დადგემილზე ადრე დაბრუნდება მწვანე მინდორზე.
მიგელ გუტიერესმა 1-ელ აპრილს, ლონდონში გაიკეთა ოპერაცია მენისკზე. წინასწარი პროგნოზებით, ფეხბურთელისათვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისმა მონდომებამ და ბრძოლისუნარიანობამ შედეგი გამოიღო. კასტილიელის სარეაბილიტაციო პროცესი მეტად წარმატებულად წარიმართა და შედეგად, მას მომდევნო კვირიდან უკვე შეეძლება სათამაშო წუთების მიღება.
განაპირა მცველი რაულ გონსალესის განკარგულებაში იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული, პრიმერა დივიზიონის დარჩენილ ფორმალურ მატჩებში, კარლო ანჩელოტიმაც მისცეს მას თავის გამოჩენის საშუალება.
განვლილ ზაფხულს მიუხედავად არა ერთი შემოთავაზებისა, გუტიერესმა „რეალში“ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. სავარაუდოდ, მოახლოვებულ სატრანსფერო ფანჯარაზეც ბევრი მსურველი ეყოლება მიგელს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მარსელო კლუბს ემშვიდობება და მარცხენა ფრთა მხოლოდ მენდის ამარად რჩება, ის მზად არის კონკურენციაში ჩაებას და ამისათვის მაქსიმალურად გამოიყენებს პრე-სეზონის პერიოდს.
- 11 მაი 2022
- 590
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.