„უეფას“ პრეზიდენტი „რეალს“ ემუქრება? - „ეს სავსებით შესაძლებელია“
„უეფას“ პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა L'Équipe-თან ისაუბრა.
„მადრიდის სასამრთლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სუპერ ლიგის ინიციატორმა კლუბებმა გაასაჩივრეს. პროცესების დასრულების შემდეგ, ჩვენ მოქმედების საშუალება გვექნება.“
სანქციები „რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც ერთ ნაბიჯშია ჩემპიონთა ლიგის მორიგ თასთან? „ნებისმიერი კლუბის დასჯა არის შესაძლებელი, თუმცა ეს დისციპლინარული კომიტეტის კომპეტენციაა. აღნიშნული სამსახური სრულიად დამოუკიდებელია.“
„ჩემპიონთა ლიგაზე ფორმატი იცვლება, მაგრამ, ცხადია, ის არ ემსგვასება სუპერ ლიგას. ჩვენთან გაცილებით მეტი გუნდი ჩაერთვება გათამაშება და ამასთანავე, აღნიშნული ტურნირისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთმანეთის წინააღმდეგ არ მოუწევთ ასპარეზობა.“
„ალ-ხელაიფი არა მე, არამედ ფეხბურთს ეხმარება. სუპერ ლიგის იდეა მოქმედებაში რომ გვენახა, ეს ყველას შეუქმნიდა პრობლემებს, მათ შორის „პსჟ“-საც. ის ჭკვიანია და კარგად იგებს ამას, რის გამოც დიდ პატივს ვცემ. ამასთანავე, ძალიან გიჟდება ფეხბურთზე და კონკრტულად პარიზულ გუნდზე. ნასირი „უეფას“ აღმასრულებელი კომიტეტის ღირსეული წევრია.“
რამდენიმე კვირის წინ, სასამართლომ „უეფას“ უფლება მისცა სანქციები დაეწესებინა იმ კლუბების („რეალი,“ „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“) წინააღმდეგ, რომლებმაც ევროპის სუპერ ლიგის დაარსებას ჩაუყარეს საფუძველი. რა თქმა უნდა, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა და დავა გრძელდება.
- 11 მაი 2022
- 1 265
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.