„ლივერპულმა“ „ასტონ ვილა“ დაამარცხა

პრემიერ ლიგის 36-ე ტურში „ლივერპული“ ბირმინგემს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ „ასტონ ვილასთან“ გამართა შეხვედრა.

კლოპის შეგირდებმა მატჩის დებიუტშივე (მ-3 წუთზე) გაუშვეს გოლი, თუმცა ჟოელ მატიპის წყალობით მალევე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. რაც შეეხება გამარჯვების მომტან დარტყმას, ის სადიო მანეს ანგარიშზეა (65-ე წუთზე).

აღსანიშნავია, რომ 30-ე წუთზე ტრავმა მიიღო ფაბინიომ. ამ უკანასკნელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ამ ეტაპისთვის უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას შაბათს გასამართ „ფა“ თასის ფინალში „ჩელსის“ წინააღმდეგ.

„ლივერპულის“ შემადგენლობა აღნიშნულ შეხვედრაში: ალისონი, მატიპი, ვან დაიკი, ალექსანდრ-არნოლდი, ციმიკასი, კეიტა, ფაბინიო (ჰენდერსონი 30'), ჯოუნსი (ტიაგო 62'), დიასი (სალაჰი 72'), დიოგო ჟოტა და მანე;

ამრიგად, ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 სათამაშო დღით ადრე, „მერსისაიდელები“ „მან.სიტის“ მსგავსად 86 ქულას მოითვლიან და ბურთების უარესი შეფარდების გამო, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს სჯერდებიან. გვარდიოლას გუნდს 1 დაპირისპირება აქვს რეზერვში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (182)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)