ისკომ მენდეშს მიმართა

ისკო ალარკონი ბოლო დღეებს ატარებს სამეფო კლუბის ფეხბურთელის რანგში.

როგორც იცით, მალაგელ ნახევარმცველს 30 ივნისს ეწურება მადრიდში ყოფნის ვადა და კლუბის გეგმებში მასთან კონტრაქტის განახლება არ შედის. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელმა სააგენტოს შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და ასენსიოს მსგავსად, ამიერიდან, მის სპორტულ ინტერესებზე ჟორჟე მენდეშის ორგანიზაცია იზრუნებს.

არსებული მომენტისათვის, ისკოს დამატების ყველაზე დიდ სურვილს „ბეტისი“ გამოთქვამს. სევილიელები მზად არიან სარფიანი წინადადება შეთავაზონ „რეალის“ ყოფილ ლიდერს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალში („იუვენტუსისას“ და „ლივერპულის“ წინააღმდეგ) სასტარტო შემადგენლობაში ირჯებოდა.

მიმდინარე სეზონში მოთამაშემ 16 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი ჩაითვალა აქტივში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)