მბაპეს სატრანსფერო საგა 31 აგვისტომდე არ გაიწელება!
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კილიან მბაპეს სატრანსფერო საგას მთელი ზაფხულის მანძილზე არ ვიხილავთ...
სატრანსფერო ინფორმაციები 31 აგვისტომდე ნამდვილად არ გაგრძელდება.
ყველა ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ ივნისის თვეში ლოტინთან დაკავშირებით ბევრი რამ გახდება ცნობილი.
30 ივნისს ფრანგ ფეხბურთელს „პსჟ“-სთან კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, რის შემდეგაც უმოკლეს დროში უნდა გახდეს ცნობილი ფეხბურთელის ნავსაყუდელის შესახებ.
ფლორენტინო პერესს კილიანის 6 წლიანი კონტრაქტი მზად აქვს, მთავარი სიტყვის თქმა კი წინახაზელს მოუწევს, თანაც საკმაოდ მალე.
- 10 მაი 2022
- 1 666
- 8