ფლორენტინო პერესსა და ლევანდოვსკის აგენტს შორის კომუნიკაცია შედგა
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტსა და რობერტ ლევანდოვსკის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია შედგა..
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ერლინგ ჰოლანდი „მან.სიტის“ ღირსებას დაიცავს, აქედან გამომდინარე, „ბლანკოსი“ სხვა მიმართულებით მუშაობას ააქტიურებს.
ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებენ, ეს გადაწყვეტილება ხელმძღვანელობას მკაფიოდ აქვს მიღებული.
არსებობს ალტერნატივაც რაულ დე ტომასის სახით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ „რეალი“ რობერტ ლევანდოვსკიზეც სერიოზულად ფიქრობს სასურველი ფინანსური დეტალების შეთანხმების შემთხვევაში, პოლონელის მადრიდში მოხვედრის შანსი ლოგიკური იქნება.
ესპანური გამოცემების ცნობით, რობერტს მადრიდულ მხარესთან საკუთარი მოთხოვნებიც ექნება სათამაშო დროსთან დაკავშირებით.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „ბლანკოსი“ ლევანდოვსკის 1 წლიან თანამშრომლობას შესთავაზებს, თუმცა შეთანხმებაში კონტრაქტის გახანგრძლივების პერსპექტივაც ჩაიდება.
- 10 მაი 2022
- 1 101
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.