მარკო ასენსიო „მილანთან“ ახლოსაა
2021/22 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება, იტალიური „მილანი“ კი „სკუდეტოს“ მოგებას. „შავ-წითლები“ მრავალწლიანი ოცნების ახდენასთან ძალიან ახლოს არიან, რაც პირველ რიგში დიდი თავდადებისა და ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტიური სატრანსფერო პოლიტიკის შედეგია...
„როსონერი“ გაჩერებას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ შემადგენლობის გაძლიერება ძალიან სჭირდება, სწორედ ამიტომ ზაფხულში რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.
იტალიელები მარკო ასენსიოს 5 წლიან კონტრაქტს და მუდმივ სათამაშო დროს პირდებიან. „მილანი“ მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდულ გრანდს 35 მილიონი ევრო გადაუხადოს.
იმ შემთხვევაში, თუ სამეფო კლუბსა და ვილემსენს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ შედგება, მარკოს იტალიის ჩემპიონატში გადასვლა რეალური იქნება.
„მილანი“ დღესდღეობით არის ერთადერთი რეალური ვარიანტი, რომელიც ასენსიოს აქვს.
- 10 მაი 2022
- 946
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.