„რეალი“ კაზემიროს გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ შეთავაზებებს მოისმენს
ბრაზილიელ კაზემიროსთან დაკავშირებით არაერთგვარონი ინფორმაციები ვრცელდება. რამდენიმე კვირის წინ მადრიდულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ფლორენტინო პერესი მის 50 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს, თუმცა შემდეგ რადიკალურად განსხვავებული ინფორმაციები მოვისმინეთ...
ახალი ინფორმაციის მიხედვით, „ბლანკოსის“ ოფისებში ბრაზილიელი ვარსკვლავის გაყიდვაზე არ ფიქრობენ, მაგრამ წინადადებებს მაინც მოისმენენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალის“ ხელმძღვანელობა 70 მილიონ ევროზე დაფიქრდება, ვინაიდან იცის, რომ მომდევნო წლიდან ფეხბურთელის ფასი ასაკის მატების გამო მკვეთად შემცირდება.
კაზემირო 23 თებერვალს 30 წლის გახდა, მომდევნო სეზონში „ბლანკოსის“ დარჩენის შემთხვევაში კი სეზონს 31 წლის ასაკში დაასრულებს.
კაზეს მიმართ ინტერესს ტურინის „იუვენტუსი“ და „პსჟ“ იჩენენ, თუმცა უცნობია, აპირებენ თუ არა გრანდები 70 მილიონიანი წინადადების მომზადებას.
- 10 მაი 2022
- 801
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.