ევრა: „„რეალს“ აქვს ისტორია და ფული, ხოლო „სიტის“...“
პატრის ევრამ „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ ისტორიები შეადარა.
„მადრიდელებთან დაპირისპირებაში „მან.სიტიმ“ შეცდომა დაუშვა. რა თქმა უნდა, ისინი გატეხილები არიან. ძალიან ჰგავს მათი და „პსჟ“-ს სიტუაცია. ორივე კლუბი ფულზე დგას.“
„„რეალსაც“ აქვს ფინანსები, მაგრამ ამასთანავე, მათ უკან დიდი ისტორიაა, ხოლო „მან.სიტის“ მხოლოდ ციფრებით შეუძლია ტრაბახი. ფეხბურთელებიც სწორედ ამის გამო მიდიან იქ სათამაშოდ.“
„ცხადია, „ქალაქელები“ ტიტულებსაც იგებენ, მაგრამ მოთამაშეები მხოლოდ მაღალი ანაზღაურებისთვის ირჩევენ აღნიშნულ გუნდს.“
- 10 მაი 2022
- 1 511
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.