19,000 - „რეალის“ ქომაგები აქტიურობით გამოირჩნენ

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს, საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება.

როგორც ცნობილია, „უეფამ“ 20 ათასი ბილეთი გამოყო თითოეული მონაწილესათვის, რომლიდანაც გარკვეული რაოდენობის რეზერვაციას გუნდები მოახდენენ (საპატიო სტუმრებისა და ფეხბურთელების ოჯახებისათვის), ხოლო დანარჩენებს კი კლუბის წევრებზე გაყიდიან.

„რეალის“ გულშემატკივრებს დღეს 12 საათამდე ჰქონდათ ვადა, რომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით განაცხადი გაეკეთებინათ პარიზში გასამართ თამაშზე დასწრებაზე. 1 გულშემატკივარს მაქსიმუმ მხოლოდ 6 ბილეთის დაბევება შეეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 ათასმა მადრიდისტამ გააგზავნა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შესაბამისი ფორმა და საერთო ჯამში მათ მიერ მოთხოვნილი ბილეთების რაოდენობა 60 ათასს შეადგენს.

განვლილ წლებს თუ გადავხედავთ, მხოლოდ ლისაბონის ფინალის წინ გამოირჩეოდნენ უფრო აქტიურობით „ბლანკოსის“ გულშემატკივრები, ხოლო მილანის, კარდიფისა და კიევის მატჩებამდე, ისინი ბევრად პასიურები იყვნენ.

ესპანეთის ფიქრობენ, რომ მადრიდისტების მობილიზაცია და მათი სულისკვეთების ამაღლება „რეალის“ ბოლოდროინდელმა ისტორიულმა ასპარეზობებმა გამოიწვია.

ცნობისათვის, ბილეთების გამარჯვებულები ლოტოტრონის საშუალებით გამოვლინდებიან.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)