გუტი: „ამ კლუბში თამაშის შანსი მართლაც მქონდა“

ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესი გუტი 14 წლის განმავლობაში იცავდა სამეფო კლუბის ღირსებას.

გუტის ისეთ ფეხბურთელების გვერდით უწევდა „რეალის“ წარმატებისთვის ბრძოლა, როგორებიც იყვნენ: ფიგუ, რონალდო, ზიდანი, ბექემი და ა.შ. მან მადრიდული გრანდის მაისურით 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ საერთაშორისო თასი, ხოლო 4-ჯერ პრიმერა დივიზიონის. ესპანელმა ნახევარმცველმა 2012 წელს ჩამოკიდა ბუცები ლურსმანზე. მისი ბოლო კლუბი თურქული „ბეშიქთაში“ გამოდგ, სადაც ამ უკანასკნელმა მხოლოდ 1 სეზონი გაატარა.

ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, გუტიმ დასძინა, რომ კიდევ შეეძლო კარიერის გაგრძელება და კარგი შემოთავაზებაც ჰქონდა: „გამომდინარე იქედან, რომ მეუღლე მყავს არგენტინელი, „რივერ პლეიტმა“ მისი ძმის საშუალებით გამიკეთა შემოთავაზება. სიმართლე გითხრათ, მინდოდა „სუპერკლასიკოში“ მონაწილეობის მიღება, თუმცა არჩევანი ოჯახთან ერთად ყოფნაზე გავაკეთე.“


1

10 მაი 2022 15:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
საოცარი პასის კულტურა ჰქონდა ამას)))
ზიდანზე ქუსლით პასი და ბენზემაზე უკან პასი ისტორიას დარჩება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (176)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)