მადრიდისტა მამა-შვილი სტადიონიდან გაიყვანეს
განვლილ დერბიში სტადიონზე მომუშავე კამერებმა საინტერესო მომენტი დააფიქსირეს.
მატჩის მიმდინარეობისას პოლიციამ ტრიბუნიდან „რეალის“ გულშემატკივარი მამა-შვილი გაიყვანა. ეს უკანასკნელები „ატლეტიკოს“ გულშემატკივრების გარემოცვაში ისხდნენ და არა ერთგზის მოისმინეს მათგან შეურაცხმყოფელი და აგრესიული რეპლიკები, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით, მათი გარიდება გახდა აუცილებელი.
აღსანიშნავია, რომ პატარა მადრიდისტას კრიშტიანუ რონალდუს მაისური ეცვა.
- 9 მაი 2022
- 1 402
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.