ლუკას ვასკესი:„„რეალი“ ემოციურად და ფიზიკურად გადაღლილია“
ლუკას ვასკესმა მადრიდული დერბის წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„მადრიდულ დერბიში მოტივაცია ყოველთვის ორივე გუნდს აქვს, მაგრამ „რეალი“ ძალიან გადაღლილი იყო, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით.“
„გუნდმა პირველ ტაიმში ვერაფერი გააწყო, ხოლო მეორე ნახევარში ბრძოლაში დაბრუნდა და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო.“
„თერთმეტეულს მთავარი მწვრთნელი აყალიბებს. ზოგიერთ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მიეცა, რაც ლოგიკურია.“
„მომდევნო მატჩებში მაქსიმალურად ვეცდებით მოწოდების სიმაღლეზე დგომას, რადგან ფინალს საუკეთესო კონდიციაში უნდა შევხვდეთ.“
- 9 მაი 2022
- 620
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.