ბურთი სებალიოსის მოედანზეა

25 წლის ნახევარმცველს 2023 წლის 30 ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტი სამეფო კლუბთან.

მადრიდულ დერბიმდე გამართულ პრესკონფერენციაზე, კარლო ანჩელოტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა იცის კლუბის განწყობა და ახლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალთან დაკავშირებით.

„რეალის“ მიზანი ნათელია, ახალი ხელშეკრულება სებალიოსთან, ან მისი გაყიდვა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დანიელს უფლებას არ მისცემენ, გაისად, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს კლუბის.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული მძიმე ტრავმის გამო, შუახაზელისთვის მიმდინარე სეზონი არცთუ ისე მარტივი გამოდგა. ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ, მას დიდი კონკურენცია დახვდა შემადგენლობაში, თუმცა მიუხედავად ამისა, მან ნელ-ნელა მაინც მოახერხა მწვრთნელის ნდობის მოპოვება და ეს ნათლად გამოჩნდა ბოლო პაექრობებიდანაც. ის „ოსასუნასა“ და „ესპანიოლის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ირჯებოდა. დანის კიდევ მიეცემოდა თავის გამოჩენის საშუალება, რომ არა „მანჩესტერ სიტისთან“ განმეორებით დაპირისპირებაში მიღებული კუნთის ტრავმა. ამ უკანასკნელს 2 კვირის განმავლობაში მოუწევს უქმობა და მხოლოდ ლა ლიგის 38-ე ტურისათვის დაბრუნდება მწვანე მინდორზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 1 კვირით ადრე.

საბოლოო ჯამში თუ სებალიოსმა წასვლა აირჩია, მისი სატრანსფერო ღირებულება 16.5 მლნ. ევრო იქნება. ზუსტად იმდენივე, რამდენიც 2017 წელს „რეალმა“ „ბეტისს“ გადაუხადა ჯერ კიდევ ნორჩი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (231)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)